x
B G S S c h o o l
 

BGS-ის Pearson Edexcel საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს GCSE/IGCSE 2020 წლის ნოემბრის საგამოცდო სესია.

 მე-10 კლასელები გამოცდას ორ საგანში, ინგლისურში და რუსულში, აბარებენ. COVID-19-ის გავრცელების ამ მძიმე პერიოდში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოცდების პროცესში ჩართული თითოეული მოსწავლისა და თანამშრომლის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს; ზედმიწევნით ვიცავთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის რეკომენდაციებს.
წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ საგამოცდო კანდიდატს!

2020 წლის GCSE/IGCSE ნოემბერის სესიის საგამოცდო შედეგები ცნობილი გახდება 2021 წლის 11 თებერვალს.