X კლასის მოსწავლეებმა
ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ ,,ვეფხისტყაოსანს” პროექტის ფარგლებში თავიანთი შარშანდელი გამოცდილება (,,ვეფხისტყაოსნის’’ ხელნაწერი ვერსიის შექმნის შესახებ) გაუზიარეს უმცროსკლასელებს. ეს იყო საინტერესო შეხვედრა, მათ ბავშვებს უჩვენეს თავიანთი ნამუშევარი, აუხსნეს, როგორ შეიძლება ფურცლის დაძველება, რომ შემდგომ ამგვარ ფურცლებზე გადავიწეროთ პოემის სტროფები და შევქმნათ ჩვენი სკოლისხელნაწერი ვარიანტი.
ამავე პროექტის ფარგლებში VII კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგანმათლებლო პროგრამაში ქართული მინიატურა. მათ ხელოვნების სასახლეში მოისმინეს მინი- ლექცია ქართული მინიატურის შექმნის ისტორიის შესახებ. შემდეგ ,,ვეფხისტყაოსნის’’ ნაცნობი ეპიზოდების ჩანახატები გააკეთეს და გააფორმეს ორნამენტებითა და საზედაო ასოებით.