x
B G S S c h o o l
 

სახლების სისტემა ბიჯიესში

მეორე სემესტრიდან ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრადიციას (სახლების სისტემას) დავნერგავთ ბიჯიესში.
ჩვენი სკოლის I – XII კლასის მოსწავლეები ოთხ გუნდად (ოთხ სახლად) დაიყვნენ. ჯგუფებში გადანაწილება სტადიონზე საზეიმო ვითარებაში შედგა. ოთხი ფერის ბუშტებით სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში სახლების წევრები თავიანთ კოორდინატორებთან ერთად შეიკრიბნენ.

  • იბერები (წითელი) – ლიკა სანიკიძე;
  • კოლხები (ყვითელი) – გურანდა ჭიჭინაძე;
  • კელტები (მწვანე) – ნინო გეგელია;
  • ბრიტები (ლურჯი) – ნატა ბენდელია.

გუნდები ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ სხვადასხვა აქტივობაში: სპორტული შეჯიბრება, ინტელექტუალურ – შემეცნებითი თამაშობები, სოციალური პროექტები.

მეთორმეტეკლასელებიდან შეირჩა ორი წამყვანი მოსწავლე, ბარბარე კვაჭანტირაძე და მიშო სამხარაძე. მათ უნდა უხელმძღვანელონ სახლებში დაგეგმილ აქტივობებსა თუ ღონისძიებებს.

წარმატება ვუსურვოთ ამ წამოწყებას!

Leave A Comment