x
B G S S c h o o l
 

კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო

კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო გაიმართა ფუნიკულიორის რესტორნის წვეულებათა ულამაზეს დარბაზში. საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები და ბიჯიესის თანამშრომლები გაგვაერთიანა ერთად ყოფნის სურვილმა. ეს შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა. წლების განმავლობაში საზეიმო პროგრამას სკოლის ადმინისტრაცია ამზადებდა. წელს კი ეს საპასუხისმგებლო მისია ბავშვებმა იტვირთეს და ძალიან სასიხარულოა, რომ მშვენივრად გაართვეს თავი.
წვეულებამ გვიანობამდე გასტანა. ეს იყო ფერადოვანი და სიყვარულით აღსავსე საღამო. სახალისო ნომრებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
საღამო დასრულდა საიდუმლო მეგობრის (Secret Santa) „გაცნობით“ და საჩუქრების გაცვლით.
ბიჯიესი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

Leave A Comment