x
B G S S c h o o l
 

წელს, 13 ივნისს,

 საბედნიეროდ, ყველა წესისი დაცვით ჩატარდა ღია ცის ქვეშ, ბიჯიესის სტადიონზე, სკოლის დამამთავრებელი ღონისძიება. წლევანდელი სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს: სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ, მოწვეულმა სტუმრებმა – ელენე ჯღარკავამ (კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი), ბაკურ კვაშილავამ (GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი) და კლასის დამრიგებელმა ირმა ქირიკაშვილმა. მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის სახალისოა, მაგრამ, ამავდროულად, ნაღვლიანი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, ამ საოცრად მეგობრულ კლასს!