x
B G S S c h o o l
 

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე,

ჩვენს სკოლაში ტრადიციულად ტარდება ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ჩვენი მოსწავლის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება. ამ დღისთვის ყველა მოსწავლე მთელი წელი ემზადება. წელს უამინდობის გამო ღონისძიება 3 ივნისს გაიმართა: გაიყიდა მოსწავლეთა კერამიკული ნაწარმი, ჩატარდა ლოტოტრონი, გაიმართა ფერწერული ტილოს აუქციონი. ეს ტრადიციული აქცია ჩვენი „შვილობილს“ ცოტნე მიქუტიშვილს თანადგომისთვის ეწყობა და ყველა ბიჯიესელისთვის სიკეთისა და სიხარულის გაზიარების დღეა.