x
B G S S c h o o l
 

პირველიდან მეხუთე კლასის 

ჩათვლით მოსწავლეები, დღის განმავლობაში დროს ორჯერ-სამჯერ სუფთა ჰაერზე ატარებენ. ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს პირველ და მეორე კლასელებს დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ჩაუტარდებათ, ხოლო ოთხშაბათსა და პარასკევს მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასელებისაგან შემდგარი ორი ახალი გუნდი „ჩემპიონი“ და „ცეცხლოვანი არწივები“ (გუნდების სახელები თავად მოსწავლეების შერჩეულია) მხიარული სტარტებისათვის მოემზადება.