VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო კვლევა, დაწერეს სტატიები,
გაგვიზიარეს თავიანთი მოსაზრებები და რაც მთავარია, პრობლემის გადაჭრის გზები დასახეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე – წყნარი ოკეანის დაბინძურების გავლენა მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემაზე. ბავშვებმა ამ პროექტზე მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.