x
B G S S c h o o l
 

BGS – ის გუნდი მადლობას უხდის ჩვენს უკრაინელ მეგობარს,

ილონა ოსტაპჩუკს, რომელმაც III ალფა კლასისა და IV ა კლასის მოსწავლეებს (თავისი შვილების ნელი და დავით იოსელიანის კლასელებს) ნამდვილი დღესასწაული მოუწყო. ბავშვებმა ქალბატონი ილონას გამომცხვარი ორცხობილები და ქაფქეიქები ულამაზესად მორთეს და ამ შემოქმედებითი პროცესით ძალიან იხალისეს. ამგვარი ინიციატივა სასკოლო ცხოვრებას ოჯახურ მყუდროებას სძენს.