2018 წლის 24 მაისს სან-დიეგოს
უნივერსიტეტსა და წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ – ქართულ სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია: STEM-ის საგნების სწავლების პოპულარიზაცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების (ტრენინგები, კონფერენციები) ერთობლივი დაგეგმვა და ორგანიზება, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარება სკოლის მოსწავლეთათვის (უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებთან თანამშრომლობა, პრეზენტაციების მომზადება , პროექტებით სწავლების დანერგვა).