x
B G S S c h o o l
 

24 მაისს, BGS-ში წინასწარ

გაუფრთხილებლად მოვიდა ბრიტანული JCQ-ის (გაერთიანებული საბჭო კვალიფიკაციების მისანიჭებლად) წარმომადგენელი – ინსპექტორი.

ასეთი ვიზიტების მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად ზუსტად იცავენ სკოლები – რომლებიც ბრიტანულ კვალიფიკაციებს სთავაზობენ მოსწავლეებს – ყველა პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს გადაწერის თავიდან აცილებას და ყველა კანდიდატისათვის თანაბარი პირობების შექმნას.

ეს რუტინული შემოწმებაა, თუმცა გარდაუვალი და ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მსოფლიო დონის ბრიტანული კვალიფიკაციების სტატუსი. ინსპექტორმა შემოწმებისას დაასკვნა, რომ ყველა პროცედურას ზედმიწევნით ვიცავთ.