x
B G S S c h o o l
 

კურსდამთავრებულთა კლუბი

ასამბლეაზე ჩვენი კურსდამთავრებულების სტუმრობა ტრადიციად იქცა. ამჯერად ნინი ქირიკაშვილმა გაუზიარა უფროსკლასელებს თავისი გამოცდილება. მან 80% – იანი დაფინანსებით ჩააბარა მადრიდის (IE) წამყვან უნივერსიტეტში. ნინიმ ისაუბრა, როგორ დაეხმარა მას სკოლაში მიღებული ცოდნა, ურთიერთობები და თუ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა IEGCS-ისა და A level-ის გამოცდებში მიღებულ მაღალ ქულებს.
რა თქმა უნდა, ბავშვები დაინტერესდნენ და ბევრი კითხვაც დაუსვეს მას. ახლა ნინი გაცვლითი პროგრამით ლონდონში მიემგზავრება და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულს.

Leave A Comment