ეს საინტერესოა, ეს სახალისოა!
ტრადიციულად, ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ძალიან შემეცნებითი და სახალისოა. მეოთხე კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს და დააკვირდნენ სხვადასხვა ძალის მოქმედებას, რისთვისაც გამოიყენეს სათამაშოები.
შემდეგ მათ თავად შექმნეს სამაგიდო თამაშები, სადაც საჭირო იყო ბურთისა და სხვადასხვა ძალის გამოყენება. მოსწავლეებმა შეიმუშავეს თამაშის წესები და შექმნილი აქტივობები პრაქტიკაშიც გამოსცადეს.


Leave A Comment