16 მარტიდან სკოლა ყოველკვირეულად განახლებულ ცხრილს
სთავაზობთ მოსწავლეებს. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – ჩვენს მოსწავლეებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ სტრესი, რომელიც ახალი ცხოვრების პირობებმა გამოიწვია და ნელ-ნელა, პატარა ულუფების დამატებით, ისინი ჩვეულ სასკოლო რიტმს დავუბრუნოთ.
პირველი კვირა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის მხოლოდ დავალებების მიცემით დაიწყო.
მეორე კვირას, მოსწავლეებს მათემატიკის, ქართულის და ინგლისურის ონლაინ გაკვეთილები შევთავაზეთ zoom-ის პლატფორმით.
მესამე კვირას მოსწავლეებს დაემატათ ბუნების (Science), რუსულის და ჯონ ვალდრონის ინგლისურის გაკვეთილები, ხოლო V კლასს ჩვენი საქართველო.
მეოთხე კვირას დაემატა კერამიკა, ხატვა და ჭადრაკი.
მეხუთე კვირიდან კი დაიწყო დილის გამამხნევებელი ვარჯიშები გურანდა ჭიჭინაძესთან ერთად და ყოველკვირეული შეხვედრა BGS-ის ფსიქოლოგ მარიამ შოვნაძესთან.
ვიმედოვნებთ, მასწავლებლების დაუღალავი მზრუნველობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე დადებით გავლენას იქონიებს ბავშვებზე და ამ მძიმე პერიოდს საგრძნობლად შეუმსუბუქებს მათ.