x
B G S S c h o o l
 

16 მარტიდან სკოლა ყოველკვირეულად განახლებულ ცხრილს 

სთავაზობთ მოსწავლეებს. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – ჩვენს მოსწავლეებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ სტრესი, რომელიც ახალი ცხოვრების პირობებმა გამოიწვია და ნელ-ნელა, პატარა ულუფების დამატებით, ისინი ჩვეულ სასკოლო რიტმს დავუბრუნოთ.

პირველი კვირიდანვე საგამოცდო კლასებისათვის (მე-10, მე-11, მე-12) ონლაინ გაკვეთილები დაიწყო, zoom-ის პლატფორმით, მხოლოდ IGCSE-ის და A Level-ის საგნებში. დანარჩენი კლასებისათვის პირველი კვირა მხოლოდ დავალებების მიცემით დაიწყო. მოსწავლეებს მასწავლებელი უგზავნის საშინაო დავალებებს ელჟურნალის საშუალებით შესრულების ზუსტი ვადის მითითებით, თუ მოსწავლე არ გამოაგზავნის დავალებას, ელ. ჟურნალში პირდაპირ ეწერება “1”. მასწავლებელი აფასებს ყველა ნამუშევარს, ინდივიდუალურად წერს კომენტარს მოსწავლეს შესრულებული დავალების შეცდომების მითითებით და უკლებლივ ყველა მოსწავლის ნიშანი შეაქვს ელჟურნალში.

მეორე კვირიდან დაიწყო ონლაინ გაკვეთილები ყველა კლასისათვის, ყველა ძირითად საგანში. ამასთან საათობრივი დატვირთვა გაიზარდა. ძირითად საგნებში მოსწავლეებს არა ჩვეული 45 წუთიანი გაკვეთილი, არამედ 1 ან 1 ½ საათიანი გაკვეთილი უტარდებათ.

მეხუთე კვირიდან კი დაიწყო დილის გამამხნევებელი ვარჯიშები გურანდა ჭიჭინაძესთან ერთად და ყოველკვირეული შეხვედრა BGS-ის ფსიქოლოგ მარიამ შოვნაძესთან.

ვიმედოვნებთ, მასწავლებლების დაუღალავი მზრუნველობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე დადებით გავლენას იქონიებს ბავშვებზე და ამ მძიმე პერიოდს საგრძნობლად შეუმსუბუქებს მათ.