x
B G S S c h o o l
 

ბიჯიესის მერვეკლასელები საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის

ბიჯიესის მერვე კლასელმა მოსწავლეებმა ბრიტანეთის საგანმანათლებლო ორგანიზაცია “პიერსონის” გამოცემულ ინგლისური ენის სახელმძღვანელოში აღმოაჩინეს, რომ აფხაზეთის ადგილ-მდებარეობა ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი. მათ წერილობითი თხოვნით მიმართეს “პიერსონს” აღნიშნულ სახელმძღვანელოში ტექსტი ისე ჩაესწორებინა, რომ ნათლად წარმოჩენილიყო, სად მდებარეობს აფხაზეთი და რომელი ქვეყნის ნაწილია.
“პიერსონმა” მათ წერილზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო გამოცემაში ტექსტი აუცილებლად ჩასწორდება.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას და მადლობას ვუხდით “პიერსონს” ოპერატიული რეაგირებისათვის!

Leave A Comment