მე-3ა კლასში ჩავატარეთ პროექტი თემაზე “მოძრაობა უსაფრთხო რომ იყოს”.
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უსაფრთხო საგზაო მოძრაობის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება.
მოსწავლეებს ევალებოდათ საგზაო ნიშნების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
შემდეგ მცირე პრეზენტაციის სახით ბავშვებმა ნამუშევრები გააცნეს მშობლებს და უპასუხეს მათ შეკითხვებს.