ბიჯიესში სწავლამ უნიკალური საშუალება მომცა, განათლება ეროვნული და ბრიტანული სასწავლო პროგრამებით მიმეღო და მრავალეროვნული სამყაროს განსხვავებულ მოსაზრებებს ვზიარებოდი. ამ ყველაფერმა კი, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი საგრძნობლად განმივითარა. ბიჯიესის მაღალაკადემიურ გარემოში სწავლა იდეალური მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებისა და თანამედროვე საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბებისათვის. უფრო მეტიც – ეროვნულ გამოცდებთან ერთად ბრიტანული საერთაშორისო საატესტატო და საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარებამ დიდი უპირატესობა მომანიჭა ევროპის მრავალ საუნივერსიტეტო კონკურსში. საბოლოოდ ჰააგის უნივერსიტეტზე შევაჩერე არჩევანი და მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი მოწოდება კვების პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიის შესწავლა იყო.
