ქეთი გელაშვილი Pearson-ის საერთაშორისო სკოლის მასწავლებლის ჯილდოს ფინალისტია

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბიჯიესის პედაგოგი, ქეთი გელაშვილი, Pearson-ის 2026 წლის საერთაშორისო სკოლის მასწავლებლის ჯილდოს (Pearson International School Teacher Awards) ფინალისტია.
კონკურსზე წარდგენილი 1250-ზე მეტი გლობალური ნომინაციიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით, ქეთი გელაშვილი ნომინაციაში „წლის ინოვატორის“ კატეგორიაში ორ ფინალისტს შორის დასახელდა.
როგორც Pearson-ის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული:
„ეს ჯილდოები აღნიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგების გამორჩეულ ერთგულებას, ინოვაციურობასა და გავლენას. 1250-ზე მეტი ნომინაციიდან, თქვენი მიღწევები გამოირჩა იმ მნიშვნელოვანი გავლენით, რომელსაც ახდენთ როგორც თქვენი სკოლის საზოგადოზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. იქნება ეს სწავლების ინოვაციური სტრატეგიები, ტრანსფორმაციული ლიდერობა თუ განათლებისადმი მრავალწლიანი ერთგულება — თქვენი წვლილი საერთაშორისო განათლების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.“
საერთაშორისო ჟიურის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ბიჯიესის საგანმანათლებლო სივრცეში დანერგილი მიდგომების მაღალ სტანდარტს. კონკურსის საბოლოო შედეგები და გამარჯვებულის ვინაობა მიმდინარე წლის 18 ივნისს გამოცხადდება.
ვულოცავთ ქეთი გელაშვილს ამ უმნიშვნელოვანეს პროფესიულ აღიარებას და ვუსურვებთ წარმატებას ფინალურ ეტაპზე.

Leave A Comment