პირველკლასელების საზეიმო ღონისძიება ბიჯიესში
პირველკლასელებმა ქართული ანბანის შესწავლა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. წარმოდგენის სცენარი ქართული მულტფილმის, „ბომბორას“ მიხედვით დაიწერა.
მოსწავლეებმა სცენაზე ძველი თბილისის პატარა ამბავი გააცოცხლეს. ბავშვების გულწრფელმა ემოციებმა, სიმღერებმა და ქართულმა საცეკვაო რიტმებმა წარმოდგენას განსაკუთრებული განწყობა შესძინა.
ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩვენი პატარებისა და მთელი სკოლისთვის. პირველკლასელებმა არა მხოლოდ შეისწავლეს ქართული ანბანი, არამედ სცენაზე ნამდვილი სანახაობა დადგეს. მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს იმ ემოციისთვის, რომელიც თითოეულმა გამოსვლამ დაგვიტოვა.


Leave A Comment