თამამად შემიძლია ვთქვა, რომ BGS-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში. მაღალი ხარისხის განათლება, ბუნებრივია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სკოლის არჩევისას, და ამის დანაკლისი, ეჭვგარეშეა რომ, არ აქვს BGS-ს. თუმცა, ვფიქრობ რომ, ამ სკოლის რეალური კონკურენტული უპირატესობა მოსწავლეებთან თავისებური მიდგომა და განსხვავებული მეთოდებია, რომელბსაც ისინი სწავლების პროცესში იყენებენ. მათი დამსახურებით, შევიძინე პრაქტიკული უნარები, რომელთაც ვერც ერთი წიგნი ვერ განავითარებდა ჩემში. BGS-ში მეგობრულ დამოკიდებულებასა და მკაცრ დისციპლინას შორის ჰარმონიულმა ბალანსმა შექმნა ჩემთვის სივრცე, სადაც პიროვნული და აკადემიური ზრდა ბუნებრივად მოხდა. ხოლო, მათთან მიღებული გაკვეთილები და დარიგებები დღემდე მახსოვს და მაძლევს მიმართულებას.