პირველ ოქტომბერს უსაზღვრო იყო საკლასო ოთახებში დაბრუნებული დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების, მათი მასწავლებლებისა და მშობლების სიხარული.
ეს დღე ერთ დიდ ზეიმად იქცა და BGS-ის თვითოეული წევრი – დიდი თუ პატარა ბედნიერი იყო!
ადმინისტრაციის მხრიდან, სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, შესრულდა ყველა რეგულაცია: მოსწავლეები კლასების მიხედვით სკოლის სამი სხვადასხვა შესასვლელიდან შედიან და გამოდიან შენობაში; ყველა მოსწავლეს დერეფანში უკეთია პირბადე; დასვენებები ისეა გადანაწილებული, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ერთმანეთს არ ხვდებიან; მასწავლებლები პირბადით არიან, როგორც დერეფანში, ასევე გაკვეთილის მსვლელობისას; მოსწავლეებს შორის დისტანცის დაცვას აკონტროლებს სპორტის მასწავლებელი, დამრიგებელი, დაცვის თანამშრომლები.
იმედი გვაქვს სკოლის ადმინისტაციის ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის და ყველანი ჯანმრთელად ვიქნებით.
Leave A Comment