ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი

IX კლასის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმში.

მუზეუმი განთავსებულია იმ ოთახში, სადაც ვაჟამ უკანასკნელი დღეები გაატარა. აქ გამოფენილია პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები.

მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს უნივერსიტეტის მუზეუმი და ბიბლიოთეკა.