სტუმრად განახლებულ სახლ-მუზეუმში

სტუმრად განახლებულ სახლ-მუზეუმში

20 მარტს IX, XI და XII კლასების მოსწავლეები იყვნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებულ სახლ-მუზეუმში. ცნობილი ქართველი პოეტის ნაწარმოებების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს აინტერესებდათ მისი გარემოს გაცნობა. მიუხედავად იმისა, რომ პოეტის მემორიალური ნივთები შემორჩენილი არ არის და არც ისაა ცნობილი, ეს შენობა ეკუთვნოდა თუ არა ბარათაშვილების ოჯახს, მნიშვნელოვანია ისეთი ადგილის არსებობა, სადაც არის ლიტერატურაზე საუბრის კეთილმოწყობილი სივრცე.