სტუმარი UNESCO-დან

BGS- ის ხელოვნების პედაგოგ ნინო ციციშვილის ინიციატივით, განხორციელდა პროექტი „არა ტერორიზმს“, რომლის ფარგლებშიც I-დან V კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა დახატეს მსოფლიო კულტურული  მემკვიდრეობის სხვადასხვა ძეგლები.

ნამუშევრები გამოიფინა სკოლის ფოიეში და 5 მაისს გაიყიდება ნიკა მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილ  საქველმოქმედო აქციაზე. ამ პროექტის  ფარგლებში სკოლას ესტუმრა UNESCO-ს  კულტურული პროგრამის უფროსი მრჩეველი, ქალბატონი თამარ თენეიშვილი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე.