სიმართლე თებერვლის შესახებ …

ესემბლიზე უფროსკლასელებს ესაუბრა სკოლის დირექტორი 25 თებერვლის შესახებ. დეპეშით გამოცხადებული დამოუკიდებლობა დეპეშითვე გაუქმდა. ბოლშევიკური რუსეთის ანექსია 1921 წლის 12 თებერვალს დაიწყო და, მიუხედავად კოჯორთან და ტაბახმელასთან იუნკრების თავგანწირული ბრძოლისა რუსეთის მე-11 არმიამ აიღო თბილისი.

ამ საკითხთან დაკავშირებით კი მე-9 კლასელებმა დაათვალიერეს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში გამართული გამოფენა “სიმართლე თებერვლის შესახებ”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გიორგი კვინიტაძის, თამარ და აკაკი პაპავების, ნინო და კალისტრატე სალიებისა და სხვა ემიგრანტულ არქივებში დაცული მასალა 25 თებერვლის შესახებ.