პროექტი „ძველი თბილისი“

BGS-ის VII კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე „ძველი თბილისის კულტურის ძეგლები“. იგი ითვალისწინებდა თბილისის ისტორიულ უბანში: შავთელისა და ერეკლეს ქუჩებზე მდებარე კულტურის ძეგლების (მარიონეტების თეატრი, გაბრიაძის კოშკი, ანჩისხატი, წმინდა გიორგის კარის ეკლესია, სიონი…) შესწავლა-მონახულებას. მოსწავლეებმა გადაიღეს ფოტოები, ჩაიწერეს შთაბეჭდილებები, დაამუშავეს საკითხები და წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით.