მოსწავლეთა ქცევის ახალი წესები დისტანციური სწავლების პირობებში

COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, თვითიზოლაციაში ყოფნამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრება.

ამ უკონტროლო სიტუაციაში განსაკუთრებით უჭირთ მოზარდებს, ბავშვებს.

ფსიქოლოგების რჩევით, სასიცოცხლოდ აუცილებელია “ახალი წესების” შემოღება, რათა მოსწავლეებმა დისტანციურ პირობებშიც კი სასწავლო პროცესთან დაახლოებულად იგრძნონ თავი.

ყველა საფეხურის მოსწავლეს აეხსნა, რომ ეს წესები მათივე სასიკეთოდაა შემოღებული და ამით მაქსიმალურად ავიცილებთ პოსტტრამვულ სტრესს.

  1. მოსწავლე 2 წუთით ადრე შემოვიდეს გაკვეთილზე;
  2. ყველა მოსწავლეს ეწეროს საკუთარი სახელი და არა კნინობითი ან სხვა სახელი;
  3. მოსწავლეს ჩართული ჰქონდეს კამერა;
  4. მოსწავლემ არ დადოს არანაირი სურათი, თუ ვერ შემოდის ვიდეოთი იყოს მხოლოდ ცარიელი უჯრა;
  5. მოსწავლეს არ ჰქონდეს მის უკან არანაირი ფონი;
  6. ტელევიზორი არ იყოს ჩართული ოთახში;
  7. მოსწავლე იყოს ოთახში მარტო, არავინ იაროს ოთახში გაკვეთილის დროს;
  8. მოსწავლე არ იკვებებოდეს გაკვეთილის დროს (შუალედები საკმარისია, იმისათვის რომ მოსწავლემ ისაუზმოს ან ისადილოს);
  9. მოსწავლე დავალებას აგზავნის ზუსტად მასწავლებლის მიერ განსაზღვრულ დროს და განსაზღვრულ ფორმატში. მითითებული დროისთვის დავალების არარსებობის შემთხვევაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს ელჟურნალში ეწერება შეფასება 0. დაწყებითი საფეხურის მოსწავლის დავალება კი არ შესწორდება;
  10. მოსწავლე უნდა ესწრებოდეს გაკვეთილს მოწესრიგებულ მდგომარეობაში (ჩაცმულ-დახურული, კაპიშონის გარეშე);
  11. მოსწავლეს კონკრეტული გაკვეთილისთვის მოტანილი ჰქონდეს ყველა საჭირო მასალა;
  12. მოსწავლე სასურველია უსმენდეს გაკვეთილს ყურსასმენით.
  13. ქცევის წესების ერთი კონკრეტული საგნის მასწავლებელთან სამ გაკვეთილზე დარღვევის შემთხვევაში, მოსწავლე გაკვეთილიდან მოიხსნება, ხოლო თითოეული დარღვევის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში გამოიგზავნება შეტყობინება.