BGS-ის პარტნიორი ,,ინგლისური წიგნი საქართველოში’’ ყოველთვის ბევრ საინტერესო საგანმანათლებლო სიახლეს გვთავაზობს. 21-22 აპრილს ლიკანში ჩატარდა Macmillan-ის კონფერენცია, რომელმაც ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემის ყველა საფეხურის (სასკოლო, საუნივერსიტეტო) უამრავი რესურსი წარმოადგინა.
ჩვენი სკოლის დირექტორი ეკა კვაჭანტირაძე და საბუნებისმეტყველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ქირიკაშვილი კონფერენციის ფარგლებში დაესწრნენ 4 ტრენინგს და 2 ვორქშოფს და მიღებული გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს.