გასვლითი გაკვეთილები ფიზიკასა და ხელოვნებაში

გასვლითი გაკვეთილები ფიზიკასა და ხელოვნებაში

XI კლასის მოსწავლეებს ფიზიკაში ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში. ექსპერიმენტორიუმში გამოფენილი ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია და ამდენად მეტად მნიშვნელოვანი. გაკვეთილი იყო საინტერესო და სახალისო. მოსწავლეებმა შეაჯამეს თავიანთი ცოდნა და გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები.

IX, X და XI კლასების მოსწავლეებმა დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დაათვალიერეს რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის ექვსი გრაფიკული ნამუშევარი.

გასვლითი გაკვეთილი ტრადიციულად ხელოვნების მასწავლებლმა ოლიკო უგრეხელიძემ ჩაატარა. ხელოვნების გაკვეთილებზე კი უფრო დეტალურად განიხილავენ ,,კაზა ბუონაროტის“ მუზეუმიდან ჩამოტანილ შედევრებს.