გასვლითი გაკვეთილები 2017-09-20

VIII და IX კლასელებმა მოინახულეს დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მთის ნახევრად უდაბურ კალთებზეა გაშენებული. ხელოვნების მასწავლებელი ქალბატონი, ოლიკო უგრეხელიძე ბავშვებს ესაუბრა IV საუკუნის ამ საოცარი ძეგლის მაღალმხატვრულ ღირებულებაზე.

ტრადიციულად, პირველკლასელებმა ბოტანიკურ ბაღში გაისეირნეს და მათ ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ სახალისო გაკვეთილი. ბავშვებმა ძალიან ისიამოვნეს პირველი დამოუკიდებელი გასვლით.

III და IV კლასელებმა მოილოცეს მანგლისის სიონის საკათედრო ტაძარი. მასწავლებელმა მათ გააცნო ამ ტაძრის მნიშვნელობა. საინტერესო საუბრის შემდეგ ბავშვები ძალიან გაერთნენ ბუნების წიაღში.