ჩვენი ბაღი

ჩვენი ბაღი

BGS – ის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი დაიწყო თემით – მზრუნველობა. სადამრიგებლო საათის ფარგლებში მასწავლებლები და მოსწავლეები ოქტომბერში საუბრობდნენ, როგორც ერთმანეთის გაფრთხილებასა და ზრუნვაზე, ასევე გარემოს მოწესრიგების აუცილებლობაზე შინ თუ სკოლაში.

სწორედ ამ თემას უკავშირდება 9 ოქტომბერს ჩვენი სკოლის მებაღე-დეკორატორის ირაკლი მაისურაძის სტუმრობა. ბატონმა ირაკლიმ ისაუბრა BGS – ის ახალგაშენებულ ბაღზე და მოსწავლეებს აუხსნა, რომ ყვავილებს ბავშვივით სათუთი მოპყრობა სჭირდება.