ჩვენ გვიყვარს “კითხვის საათი”

„კითხვის საათზე“ ბიჯიესის მესამეკლასელები ასტრიდ ლინდგრენისა და ლელა ცუცქირიძის შემოქმედებას ეცნობოდნენ. ისინი არა მარტო კითხულობდნენ ნაწარმოებებს, არამედ ასურათებდნენ მათ და კომიქსებსაც ქმნიდნენ. წლის ბოლოს კი ყოველ მათგანს „მკითხველთა კლუბის“ სერტიფიკატი გადაეცა.