BGS-ის მასწავლებელთა სემინარი ლოპოტას ტბაზე

მასწავლებლის პროფესიული ზრდა წარმატებული სკოლის  საწინდარია. 9 და 10 მარტი ერთდროულად დატვირთული და სახალისო გამოდგა ჩვენი სკოლის პედაგოგებისათვის.

ლოპოტაზე, არაჩვეულებრივ გარემოში  ჩატარდა სემინარი თემაზე “ეფექტური მასწავლებლიდან ეფექტური სკოლისაკენ”, მეორე დღეს კი ამინდით განებივრებულებმა, მოვილოცეთ შუამთის მონასტერი და დავათვალიერეთ ალექსანდრე  ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში.