ბაკურიანი 2019

ბაკურიანი

2 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, ჩვენი სკოლის მოსწავლეების ორ ჯგუფს ბაკურიანში უმასპინძლა თოვლის კლუბმა „ნანიკები“.
სკოლის ადმინისტრაციამ შეკრებას იმ პირობით გაუკეთა ორგანიზება, რომ მოსწავლეები ბაკურიანში სრიალთან და დროის ერთად გატარებასთან ერთად, საშინაო დავალებებსაც გააკეთებდნენ.
მოსწავლეებმა მოახერხეს პირობის შესრულება და ყოველდღიურად ასრულებდნენ დავალებებს.
აკადემიური არდადეგები სასიამოვნო და სამახსოვრო გამოდგა.
დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძლებს ზრუნვისა და სიყვარულისთვის.