ახალი რეალობა

ცოტა ხნის წინ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ და ბევრი შეკითხვა გაგვიჩნდა: რამ აანერვიულა, შეაშინა მთელი სამყარო, ამიტომაც ჩვენ მოვიძიეთ და დავამუშავეთ ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ. კორონავირუსი (COVID-19) განჩდა ჩინეთის ქალაქ-უხანში. თავდაპირველად ვირუსი შეამჩნიეს დეკემბრის დასაწყისში და რადგან ინკუბაციის პერიოდია ორი კვირაა ან- ნაკლები. სავარაუდოდ, პირველი ინფიცირება ნოემბერში გამომჟღავნდა. თავიდან ექიმებს ეგონათ, რომ ვირუსი არ გადადიოდა ადამიანიდან ადამიანზე და ძალიან საშიში არ იყო, მაგრამ ეს დაშვება არასწორი აღმოჩნდა, რადგან თავად ექიმები დაავადნენ და მიხვდენენ, რომ შესაძლებელია ერთმა ადამიანიმა მეორე დაავადოს, მესამე და ა.შ. ვირუსი რესპირატორულია და ჰაერწვეთოვანი გზით ძალიან მალე ვრცელდება. სავარაუდოდ, ვირუსი უხანის თევზის ცნობილ ბაზარზე გავრცელდა. ამ ბაზარზე საქონელს ერთად ინახავენ.

ვირუსი ცხოველებში გაჩნდა და შემდეგ ადამიანებზე გადავიდა. დაახლოებით იანვრის 20 რიცხვისთვის 500 ადამიანი იყო დაინფიცირებული. ჩინეთში ახალი წელი იყო და ვირუსმა ადვილად შეძლო გავრცელება. ექიმები ამბობენ, რომ ვირუსი ღამურას გაუჩნდა, რაც სიმართლეს ჰგავს, რადგან ღამურას უჯრედული იმუნიტეტის გამო სახიფათო ვირუსები ადვილად უვითარდება. ჩინეთმა მალე მიიღო შესაბამისი ზომები და უხანში კარანტინი გამოაცხადა, რადგან არ უნდოდა გამეორებულიყო 2003 წლის სიტუაცია (SARS-COV ეპიდემია). 13 თებერვალს უკვე 60,000 ინფიცირებული იყო, ამ აფეთქების შემდეგ ვირუსის გავრცელება დასტაბილურდა და ყველა ფიქრობდა, რომ როგორც SARS-ის შემთხვევაში, ისევე შეჩერდებოდა ეს ტალღა. მარტის შუა რიცხვებისთვის ვირუსი სწრაფად გავრცელდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ვირუსის ასე სწრაფად გავრცელება დასავლეთის ქვეყნების არასწორი, არასერიოზული დამოკიდებულება იყო, ექიმებმა ჯერ კიდევ 2015 წელს ივარაუდეს, რომ მალე რესპერატორული ვირუსის პანდემია დაიწყებოდა და მართლებიც აღმოჩნდნენ

სანამ დასავლეთის ქვეყნები უშედეგოდ ებრძოდნენ ვირუსს, ჩინეთში ვირუსი დაამარცხეს და იქ მისი გავრცელება შეჩერდა. ზოგადად, COVID-19 არ არის საშიში, უმეტესობა ადამიანისთვი ის როგორც სეზონური გრიპი ისე ჩაივლის და ექიმის დახმარება არც იქნება საჭირო, მაგრამ იმათ, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ (მოხუცები, დიაბეტით დაავადებულები და ა.შ.) მათ ვირუსი გაურთულდებათ და პნევმონია განუვითარდებათ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თვითონ COVID-19 ვირუსი არ იწვევს სიკვდილს, მთავარი მიზეზია იმუნიტეტის დაქვეითებაა და დასუსტებული ორგანიზმი ვეღარ ერევა პრობლემას. COVID-19 გამო გადაიდო ბევრი ღონისძიება, შეწყდა საჰაერო მიმოსვლა…. ვირუსმა უდიდესი ეკონომიკური პრობლემა დაატეხა თავს მსოფლიოს, დაზარლდა მოსახლეობა, გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა. ზოგს მიაჩნია, რომ COVID-19 არის ბიოლოგიური იარაღი, რომელიც ჩინური ლაბორატორიებიდან შემთხვევით გავრცელდა. ეს რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან არავის აწყობს ასეთი ვირუსის გავრცელება, როგორც ბიოლოგიური იარაღი კი ის ძალზე სუსტია. ყველაზე კარგი თავდაცვის საშუალება კი , როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, სახლში, თვითიზოლაციაში ყოფნა და ჰიგიენის ნორმების დაცვაა.

P.S. ჩვენც სახლში ვართ, თუმც ბევრს ვმუშაობთ ☺ ვაუღლებთ ზმნას:
მე ვიბან !(ხელს…)
ჩვენ ვიბანთ!
შენ იბან ?
თქვენ იბანთ?
ის იბანს?!
ისინი იბანენ?!
მისამღერი:
„ვიბან და ვიბან, ყოველდღე ვიბან…ვიბან დღისით და ღამით“
ვთამაშობთ სიტყვების გამოცნობანა – ჩამოხრჩობანას
კ – – – – – – ი
ანტონიმი
უ – – – – – – -ო


გიორგი გოგელია
ნიკა დუმბაძე