x
B G S S c h o o l
 

King’s College London-ის წარმომადგენელი ბიჯიესში

საინტერესო სტუმარი ბიჯიესში იშვიათი არ გახლავთ. ამჯერად King’s College London-ის წარმომადგენელი გვეწვია. მან უფროსკლასელებთან შეხვედრისას ისაუბრა უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცესზე, სასწავლო პროგრამებსა და სტუდენტურ ცხოვრებაზე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში.
ბიჯიესელები დიდი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, დასვეს შეკითხვები. მათ გაიგეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია King’s College London- ის შესახებ.
მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმარს და ველით ურთიერთობის გაგრძელებას.

Leave A Comment