ITSY-ის პლატფორმა
ჩვენი სკოლის ყოფილი მათემატიკის მასწავლებელი და ამჟამად ITSY-ის აღმასრულებელი დირექტორი – ალექსანდრე ბრეგაძე უფროსკლასელებს შეხვდა ასამბლეის ფარგლებში. შეხვედრის დროს მან მოსწავლეებს გააცნო ITSY-ის პლატფორმა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აერთიანებს იგი ადამიანებს სხვადასხვა თემაზე დებატებში მონაწილეობის მისაღებად.
სტუმარმა დეტალურად განიხილა პლატფორმის მუშაობის პრინციპები, ღია დისკუსიის მნიშვნელობა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დებატების კულტურა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ონლაინ სივრცეში გააზრებულად და პასუხისმგებლობით ჩართვა განსხვავებული შეხედულებების განხილვის პროცესში.


Leave A Comment