ზაფხულის გეგმები
სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები როგორც მშობლებთან, ისე მოსწავლეებთან ზაფხულის პროგრამებთან დაკავშირებით. მოსწავლეებს ვთავაზობთ გაატარონ ზაფხულის ორი კვირა ინგლისის საზაფხულო სკოლაში, სადაც მათ მიეცემათ საშუალება გაიუმჯობესონ ინგლისური ენის კომპეტენცია და გაიცნონ თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან; პარალელურად მათთვის დაგეგმილია სახალისო და სპორტული აქტივობები.
მოსწავლეებს, რომლებსაც ზაფხულში სასწავლო დაწესებულებაში გამგზავრება არ სურთ, სკოლა სთავაზობს შემეცნებით ტურს იტალიაში, რომლის ფარგლებშიც ისინი მოინახულებენ სხვადასხვა ქალაქს. მოსწავლეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. უფრო დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, სოფო ჩხეიძეს.