გუშინ ჩვენი პატარა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შთაბეჭდილებებით სავსე და დასამახსოვრებელი დღე იყო. ბიჯიესში თოჯინების თეატრი გვეწვია და I-II კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო წარმოდგენა გაიმართა. ჩვენმა პატარა ბიჯიესელებმა […]
გუშინ ჩვენი პატარა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შთაბეჭდილებებით სავსე და დასამახსოვრებელი დღე იყო. ბიჯიესში თოჯინების თეატრი გვეწვია და I-II კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო წარმოდგენა გაიმართა. ჩვენმა პატარა ბიჯიესელებმა […]
VI ა კლასის მოსწავლეებმა სპეციალურად V კლასელებისათვის მოამზადეს პრეზენტაცია დავით აღმაშენებლის შესახებ. სტუმრები ყურადღებით უსმენდნენ გამომსვლელებს, გაიმართა დისკუსია, დაუსვეს კითხვები სკოლის დირექტორს, ამ შემთხვევაში კი ისტორიკოს ეკას კვაჭანტირაძეს. მოსწავლეები […]
I-VIII კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. გაეცნენ ცნობილ მათემატიკოსებს, შექმნეს პოსტერები, ისაუბრეს მათემატიკის მნიშვნელობაზე, ლოგიკური მათემატიკური გამოცანების გამოცნობაც ითამაშეს და დღის დასკვნაც გაგვიზიარეს: „მათემატიკის გარეშე გამოქვაბულში ვიცხოვრებდით.“ […]
BGS-ი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უკვე მეხუთე წელია აქტიურად უერთდება. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაითავისოს, რომ სიცოცხლესა და ბედნიერებას ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს.
ყოველ წელიწადს, ბრიტანული სკოლების ტრადიციის თანახმად, ბიჯიესში ტარდება საქველმოქმედო აქცია – ერთი დღე სკოლის ფორმის გარეშე.დღეს, 10 მარტს ამ ღონისძიებაზე შემოსული თანხა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს გადავეცით.
ბრიტანულ უნივერსიტეტთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში ბიჯიესი პრაქტიკის კომპონენტში ჩაერთო. მასწავლებლობის მსურველები 60 კრედიტიან კურსს შეისწავლიან უნივერსიტეტში, საგაკვეთილო პრაქტიკას კი ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს.
როდესაც სასწავლო პროცესი, არა მხოლოდ თეორიული ნაწილისაგან შედგება და მას პრაქტიკული, შემოქმედებითი პროცესიც თან ახლავს მოსწავლეებისათვის სწავლა-სწავლების პროცესი ბევრად ეფექტური და სახალისოა.ბუნების მასწავლებელთან ია ხუციშვილთან ერთად სწორედ ამ ტიპის […]
პანდემიამ, როგორც ზრდასრული ადამიანების ცხოვრება, ასევე ბავშვების ყოველდღიური ყოფა საკმაოდ დაამძიმა. მოსწავლეებში შეინიშნება უარყოფითი ემოციების მოძალება, სწორედ ამ მიზეზის გამო მეხუთე კლასის დამრიგებელმა ირინა პატარიძემ პროექტით, „ამ სკოლაში მე […]
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ბიჯიესი აქტიურად თანამშრომლობს. ამჟამად, ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი ნესტან ბაგაური გვეწვია და ფონდში დაცული ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი უბის წიგნაკების შესახებ ესაუბრა […]
IV ალფა კლასის მოსწავლეებმა კითხვის საათის ფარგლებში მწერალ ლელა ცუცქირიძის „მხიარული ოჯახი…. და სხვებიც“ წაიკითხეს.ბავშვებს ნაწარმოები იმდენად მოეწონათ და იხალისეს რომ მასწავლებელს მწერალთან შეხვედრაც კი სთხოვეს.პატარებს ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ:„როდის […]