x
B G S S c h o o l
 

დირექტორმა ემერიტუსმა

დოქტორ კრისტოფერ გრინფილდმა და სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ეკა კვაჭანტირაძემ ასობით მოსწავლეს, მშობელსა და სტუმარს უმასპინძლეს ახალი სასწავლო წლის გახსნაზე. ცერემონია სკოლის განახლებულ სპორტულ მოედანზე გაიმართა. სკოლის დამფუძნებლებმა, ქალბატონებმა თამარ ჯაფარიძემ და თამარ ჩხეიძემ პირველკლასელებს საჩუქრად სპეციალურად მათთვის შექმნილი ინგლისური ენის სახელმძღვანელო გადასცეს.