BGS სტამბოლის VEF გლობალურ საგანმანათლებლო ფორუმზე
სკოლის დირექტორი ეკა კვაჭანტირაძე და დირექტორის მოადგილე ხატია გოგილაშვილი მონაწილეობდნენ სტამბოლში გამართულ VEF-ის გლობალურ საგანმანათლებლო ფორუმში.
გამოცდილების, იდეების გასაცვლელად და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლები და უნივერსიტეტები გააერთიანა.
ვიზიტის ფარგლებში მათ მოინახულეს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები, შეხვდნენ საერთაშორისო პარტნიორებს და ახალი იდეებით დაბრუნდნენ, რაც ბიჯიესში სწავლების ხარისხისა და მრავალფეროვნების კიდევ უფრო გამდიდრებას შეუწყობს ხელს.
მსგავსი ვიზიტი მნიშვნელოვანია, გლობალური ხედვისა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს სწავლება.


Leave A Comment