x
B G S S c h o o l
 

სიამოვნებით გვინდა გაცნობოთ

რომ შეიქმნა და უკვე წარმატებით ფუნქციონირებს BGS-ის ინგლისური წიგნების კლუბი. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ინგლისური ენის ცოდნის გასაღრმავებლად.

ესტუმრეთ შემდეგ ვებ-გვერდს წიგნების შესაკვეთად ! წიგნები შეგიძლიათ გამოიწეროთ ელექტრონულად მითითებული ვებგვერდიდან, არჩევანი დიდია, ფასი – ხელმისაწვდომი.

მშობლებს ეძლევათ საშუალება შეიძინონ შედარებით დაბალ ფასად წიგნები, რომელთა ყიდვაც თბილისის წიგნის მაღაზიებში შესაძლებელი არ არის. შეკვეთების პირველი ნაკადი უნდა დასრულდეს 30 ნოემბერს. გამოწერილი წიგნები ჩამოვა სკოლაში 14 დღეში.

ამასთანავე, ყოველ თქვენ მიერ დახარჯულ €1-ზე, სკოლის ბიბლიოთეკას დაუგროვდება 20¢-ის ქულები.

გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის შეიქმნა წიგნის კლუბი, რომლის შეხვედრები შედგება ორ-კვირაში ან თვეში ერთხელ. შეხვედრებზე მოსწავლეები განიხილავენ წაკითხულ წიგნებს ან შეარჩევენ იმ ნაწარმოებებებს, რომელთა წაკითხვაც სურთ.
სემესტრის ბოლოს დაჯილდოვდებიან კლუბის წარმატებული და აქტიური წევრები.