x
B G S S c h o o l
 

BGS ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ონლაინ სწავლების წარმატებულ და ნოვატორულ სკოლად დასახელდა, რასაც მიეძღვნა ვრცელი რეპორტაჟი ტელეიმედის ეთერში.

“იმედის დღეში” მიწვეულმა BGS-ის საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორმა ირმა ჯავაშვილმა, რომელიც ასევე ჩვენი სკოლის ქიმიის პედაგოგიც გახლავთ, ისაუბრა იმ სირთულეების შესახებ, რომლის დაძლევაც სრულიად ახალი გამოწვევის, ონლაინ სწავლების პროცესში BGS-ის გუნდის თვითოეულ წევრს მოუხდა.

ჟურნალისტების ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის გუნდის დაუღალავი და ხარისხიანი შრომის შედეგად, საერთაშორისო პარტნიორებმა სრული ნდობა გამოუცხადეს ჩვენი სკოლის მასწავლებლებს. პანდემიის შედეგად, ბრიტანული საერთაშორისო გამოცდების გაუქმების მიუხედავად, 2020 წლის აგვისტოში, დიდი ბრიტანეთიდან ჩვენი სკოლის მოსწავლეები მიიღებენ IGSCE და A Level-ის სერტიფიკატებს,რომელიც BGS-ის პედაგოგების შეფასებაზე დაყრდნობით იქნება გაცემული.

ჟურნალისტებმა ყველა BGS-ელს მიულოცეს წარმატება!