პანდემიის დროს
მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობამ ახალი, უჩვეულო, “სახლში დარჩის” პირობებში, სტრესი განიცადა, მაგრამ საბედნიეროდ ადამიანი გონიერი და ძლიერი არსებაა, რომელიც არა მარტო ყველაფერს ძლევს და ეგუება, არამედ უარყოფით მოვლენებში დადებითსაც მრავალს პოულობს და კიდევ უფრო მეტი შემართებითა და ინტერესით განაგრძობს ყოფას.
ფსიქოლოგ მარინა კაჭaრავას შეხვედრა ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან, სწორედ “COVID 19”-ით გამოწვეულ პრობლემებსა და მათი უმტკივნეულოდ დაძლევის საკითხს შეეხებოდა. ვიმედოვნებთ სპეციალისტის რჩევები ძალიან დაეხმარება BGS-ელებს, როგორც დღევანდელი სირთულეების მოსაგვარებლად, ასევე სამომავლო ცხოვრების გზაზეც.