x
B G S S c h o o l

შემოდგომის დღესასწაული ბიჯიესში

შემოდგომის დღესასწაულის  ფერხულში ყველა ჩავერთეთ: კომპანია „ბადაგთან“ ერთად მოვამზადეთ ფელამუში, ამოვავლეთ ჩურჩხელები, ფანჩატურში მოვაწყვეთ ულამაზესი გამოფენა, კლასების მიხედვით შემოდგომის უხვი ნობათით გავაწყვეთ მაგიდები, გავმართეთ მინიკონცერტი. ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გამოავლინა. […]

თეატრალური საღამოები

სასიამოვნო თეატრალური  საღამო გვაჩუქეს XI კლასელებმა. ღია ცის ქვეშ, ჩვენს ცნობილ ფანჩატურში, მათ წარმოადგინეს ალფონს დოდეს მოთხრობა “უკანასკნელი გაკვეთილის” მოტივებზე დადგმული სპექტაკლი. წარმატება კი თანადგომამ განაპირობა – ქორეოგრაფია, მხატვრული, მუსიკალური […]

ცოდნა და პრაქტიკა

  At the lesson of ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე  მეოთხე კლასელებთან ერთად ეკოლოგიის თემაზე დავამუშავეთსაინტერესომასალა.გავეცანით იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებს, შევქმენით მრავალფეროვანი პოსტერები და რაც მთავარია, მიღებულიცოდნის საფუძველზე სკოლის ეზოში დავრგეთ […]

დაბრკოლების გადალახვა გონივრულად და სახალისოდ

  წელს ბიჯიესელები სკაუტური  მოძრაობის აქტიური წევრები გახდნენ. მაისსა და ივნისში მათ არაერთი საინტერესო თავგადასავალი გადახდათ: ესტუმრნენ სკაუტთა ბაზას რუსთავში, დალაშქრეს მანგლისის ტყე, თოკზე სიარული, კარვის გაშლა, ცეცხლის დანთება და […]

სახალისო და თან ნაღვლიანი ღონისძიება

  წელს, 13 ივნისს,  საბედნიეროდ, ყველა წესისი დაცვით ჩატარდა ღია ცის ქვეშ, ბიჯიესის სტადიონზე, სკოლის დამამთავრებელი ღონისძიება. წლევანდელი სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს: სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ, მოწვეულმა სტუმრებმა – […]

ბიჯიესელები ერთად სიკეთისთვის

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, ჩვენს სკოლაში ტრადიციულად ტარდება ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ჩვენი მოსწავლის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება. ამ დღისთვის ყველა მოსწავლე მთელი წელი ემზადება. წელს უამინდობის გამო ღონისძიება 3 […]

ჩვენი საქართველო

  მეექვსეკლასელთათვის  ჩვენი საქართველოს“ დასკვნითი გაკვეთილი ძალიან საინტერესო გამოვიდა – ისინი მთელი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ჩვენი ქვეყნის კუთხეებს და მათ ფაზლს ქმნიდნენ, დასკვნით გაკვეთილზე კი ფაზლი გააერთიანეს და საქართველოს სრული […]

გუნდური მუშაობის შედეგი

  საქართველოს  დამოუკიდებლობის დღეს VIII და IX კლასების მოსწავლეებმა ლიტერატურულ – მუსიკალური კომპოზიცია “თავისუფლება“ მიუძღვნეს. სასიამოვნოა, რომ პროექტი მუსიკალურად VI , VII და VIII კლასების მოსწავლეებმა გააფორმეს. გუნდური მუშაობას ყოველთვის […]

მთვარეზე მოგზაურობა

3 ივნისს ჩვენს მეექვსეკლასელებს საქართველოს ასტრონომიის კლუბის სასკოლო განათლების კოორდინატორი ლუკას ხუტიაშვილი ესტუმრა, რომელმაც მათ მთვარეზე პირველი მოგზაურობისა და მარსის კოლონიზაციის შესახებ უამბო, შემდეგ კი სტუმარს მოსწავლეთა უშრეტი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება […]

შეხვედრა მწერალთან

  ბიჯიესის მეოთხეკლასელები თამარ გეგეშიძის მოთხრობა  „სული–ჩიტმა“ აღაფრთოვანა, ამიტომ მათთვის ავტორთან ონლაინშეხვედრა მოეწყო. ამ თბილი შეხვედრის დროს მწერალმა არაერთ საინტერესო შეკითხვას უპასუხა და მათი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა.