x
B G S S c h o o l
 

ჩვენი სკოლის მფარველის,

 წმინდა გიორგის ხსენების დღეს, BGS-ში ტრადიციულად ეწყობა დიდი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მთელი სკოლა იღებს მონაწილეობას.

ეს არის განსაკუთრებული დღე BGS – ელებისათვის, ერთდროულად სახალისო და ძალიან სასარგებლო პროექტი.

როგორც ვიცით, ეს დღე ჩვენი კურსდამთავრებულის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება, ნიკას მშობლები და მეგობრები ყოველწლიურად მონაწილეობენ აქციაში.

ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პატარა მეგობარს, საოცრად ნიჭიერ მხატვარს – ცოტნე მიქუტიშვილს.