x
B G S S c h o o l
 

ჩვენს სკოლაში უკვე მეშვიდე 

წელია მაისის თვეში, გიორგობის დღესასწაულზე, ტარდება ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მთელი სკოლა იღებს მონაწილეობას.

ეს არის განსაკუთრებული დღე BGS-ელებისათვის, ერთდროულად სახალისო და ძალიან სასარგებლო პროექტი.

ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პატარა მეგობარს – ცოტნე მიქუტიშვილს. ცოტნე არის საოცრად ნიჭიერი ბიჭუნა, მისმა ნახატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ეს დღე კი ტრადიციულად ჩვენი მოსწავლის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება და ნიკას მშობლები და მეგობრები ყოველწლიურად მონაწილეობენ ამ აქციაში.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ აქციის მონაწილე სტუმრებს: ზალიკო სულაკაურს, ილუზიონისტ გრიზლის, ნუკა ჩივაძეს (სახის მოხატვა), ქალბატონ ქეთევან ღოღობერიძეს და, რა თქმა უნდა, ყველა BGS-ელსა და ერთგულ მშობლებს.