x
B G S S c h o o l
 

ჩვენს სკოლაში უკვე მეექვსე წელია 

მაისის თვეში, გიორგობის დღესასწაულზე, ტარდება ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა,რომელშიც მთელი სკოლა იღებს მონაწილეობას.

ეს არის განსაკუთრებული დღე BGS-ელებისათვის, ერთდროულად სახალისო და ძალიან სასარგებლო პროექტი. ვეხმარებით ჩვენს ,,შვილობილს’’ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ზუკა მეფარიშვილს. ეს დღე კი ტრადიციულად ჩვენი მოსწავლის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება და ნიკას მშობლები და მეგობრები ყოველწლიურად მონაწილეობენ ამ აქციაში.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ აქციის მონაწილე სტუმრებს: ზალიკო სულაკაურს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, ჩვენს პედაგოგებს ქეთევან ღოღობერიძესა და ბესო ჩიქვინიძეს და, რა თქმა უნდა, ყველა BGS-ელსა და ერთგულ მშობლებს.