შემოდგომის დღესასწაულის ფერხულში ყველა ჩავერთეთ: კომპანია „ბადაგთან“ ერთად მოვამზადეთ ფელამუში, ამოვავლეთ ჩურჩხელები, ფანჩატურში მოვაწყვეთ ულამაზესი გამოფენა, კლასების მიხედვით შემოდგომის უხვი ნობათით გავაწყვეთ მაგიდები, გავმართეთ მინიკონცერტი. ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გამოავლინა. […]